„მან სან კანი“ გურჯაანშიგურჯაანის კულტურის ცენტრში მხიარულთა და საზრიანთა შეჯიბრი გაიმართა. „მან სან კანის“ პირველ დღეს, იუმორისტული ნომრებით 5 საჯარო სკოლის გუნდი წარსდგა მაყურებლის და ჟიურის წინაშე. ერთმანეთს არაშენდის საჯარო სკოლის გუნდი „ედელვაისი“, ვეჯინის „სუ კაია“, ზემო კაჭრეთის „pontiu“ , შაშიანის „შანსი“ და გიმნაზიის „Funny life“ დაუპირისპირდნენ. ჟიურის გადაწყვეტილებით ქულები ასე გადანაწილდა:
1 ადგილი - შაშიანის „შანსი“ -49 ქულა ;
მე- 2 ადგილი -გიმნაზიის „„Funny life“ – 46 ქულა;
მე- 3 ადგილი - ზემო კაჭრეთის „Pontiu“ – 44 ქულა;
მე- 4 ადგილი - ვეჯინის „სუ კაია“ – 43 ქულა;
მე -5 ადგილი - არაშენდის „ედელვაისი“- 38 ქულა;
“მან სან კანი” მოსწავლეთ შორის, გურჯაანის მუნიციპალიეტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ტარდება და დღეს დასრულდება.