ველისციხელი ძალოსანი გიორგი ბეროშვილი ევროპის რეკორდსმენი გახდაგურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მცხოვრები გიორგი ბეროშვილი სამჭიდში ევროპის აბსოლუტური ჩემპიონი და რეკორდსმენი გახდა. ბეროშვილმა 24-26 აპრილს თბილისში გამართულ ევროპის ღია პირველობაზე ძალისმიერ სამჭიდში, ორჭიდში და წოლჭიმში 125 კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზა და 285 კგ. ასწია.
ევროპის ჩემპიონატზე წარმატება მოიპოვა გიორგი ბეროშვილის მოსწავლემ, ახაშენში მცხოვრებმა მიხეილ ბერიაშვილმა (75 კგ) წონით კატეგორიაში, რომელმაც 135 კგ ასწია და პირველი ადგილი დაიკავა.
სამჭიდის ევროპის ჩემპიონატი საქართველოში პირველად ჩატარდა, რომელშიც 20-მდე ქვეყნიდან , 300 - მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.`
 
"მან სან კანი" გურჯაანში28-29 აპრილს, 15 საათზე, გურჯაანის კულტურის ცენტრში, საჯარო სკოლებს შორის, მხიარულთა და საზრიანთა გუნდების ჩემპიონატი გაიმართება . იუმორში 9 საჯარო სკოლის გუნდი შეეჯიბრება. მათ გამოსვლას 5 წევრიანი ჟიური შეაფასებს, რომელიც 1, მე-2 და მე-3 ადგილზე გასულ გუნდებს გამოავლენს.
გამარჯვებულ სკოლებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ დაწესებული საჩუქრები გადაეცემა.
„ მან სან კანი“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ყოველ წელს ტარდება.