უფასო სასადილოს ბენეფიციართა რიცხვი 180- მდე გაიზარდაგურჯაანის მუნიციპალიტეტის უფასო სასადილოს ბენეფიციართა რიცხვი 180- მდე გაიზარდა. მიმდინარე წლის მარტიდან ააიპ „თანადგომას“, რომელიც სოციალურად დაუცველი ადამიანთა კვებას უზრუნველყოფ დაფინანსება გაიზარდა.
დღეისთვის გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შემოსული ყველა განცხადება, რომლითაც მოქალქეები უფასო სადილით სარგებლობას ითხოვდნენ დაკმაყოფილებულია. წელს ააიპ „თანადგომა“ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 148 000 ლარით დაფინანსდა.
 
სოფლის საერთო კრება კალაურსა და შაშიანში დღეს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით, სოფლის საერთო კრებები კალაურსა და შაშიანში გაიმართა. მას გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი გამგებლის მოადგილესთან, დიმიტრი კალატოზიშვილთან ერთად დაესწრო. მოსახლეობამ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან სოფელში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და ის პრიორიტეტები შეარჩია, რომლის მოგვარებაც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სურს.
სოფელ კალაურის მოსახლეობამ მთავარ პრიორიტეტად, სოფლის ორივე საბავშვო ბაღში, წყლის რეზერვუარის დამონტაჟება და შენობის ნაწილის რეაბილიტაცია შეარჩია, ასევე სოფლისთვის გამოყოფილი თანხით სოფლის ამბულატორიაში ორი ოთახის მოწყობა დაიგეგმა.