გურჯაანელმა მოჭიდავემ ბექა ნადაშვილმა საქართველოს ჩემპანატზე მესამე ადგილი დაიკავაგურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მცხოვრებმა, 16 წლის ბექა ნადაშვილმა 20-21 თებერვალს თბილისში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის, მესამე ადგილი დაიკავა. მან 100 კგ წონით კატეგორიაში იასპარაზა.
ბექა ნადაშვილი გურჯაანის რევაზ მინდორაშვილის სახელობის სკოლაში ვარჯიშობს. შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა სპორტსმენი გასულ წელს ზედიზედ სამი ტურნირის ჩემპიონი გახდა.
 
მარტში სოფელ ბაკურციხის კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყებაწელს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში კულტურის სახლის რეაბილიტაცია განხორციელდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 1 მლნ 945 000 ლარი დაიხარჯება. პროექტი „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის“ და ადგილობრივი ბიუჯეტის 15 % -იანი თანადაფინანსებით განხორციელდება.
პროექტის ფარგლებში გაკეთდება საკონცერტო, საექსპოზიციო, სპორტული და საკონფერენციო დარბაზები. იგეგმება სამრევლო სკოლის გახსნა, სადაც მოსწავლეები შეისწავლიან მართლმადიდებლური ეკლესიის და რელიგიის ისტორიას, მედავითნეობას, გალობას, ხატწერას, მინანქრის ხელოვნებას, ხალხურ რეწვას, ჭედვას და ა.შ.
ბაკურციხის კულტურის სახლი 1982 წელს გაიხსნა , თუმც ის 20 წელზე მეტია აღარ ფუნქციონირებს. დღეს შენობა გაპარტახებულია.
პროექტი ადგილობრივი თვითმართველობის და ბაკურციხის „წმინდა გიორგის სახელობის“ ტაძრის მოძღვრის, მამა გიორგის ინიციატივით ხორციელდება.