2015 წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 17 მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი დაფინანსდებაწელს გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 17 მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი დაფინანსდება
კახეთის სამხარეო საკონსულტაციო საბჭო შიქმნა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 146-ე მუხლის საფუძველზე 2014 წლის 13 ოქტომბერს.
საკონსულტაციო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, რეგიონული სტრატეგიების სამოქმედო გეგმების შემუშავების მიზნით, სამხარეო ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების თანამშრომლებისგან შეიქმნა 4 თემატური სამუშაო ჯგუფი (1. ინფრასტრუქტურა და ტურიზმი, 2. ჯანმრთელობა და სოციალური დაცვა, 3. განათლება და კულტურა, 4. გარემოს დაცვა). სამოქმედო გეგმების მეთოდოლოგიის შესაბამისად სამუშაო ჯგუფების მიერ მომზადდა საპროექტო წინადადებები სამოქმედო გეგმებისათვის, შედგა სამოქმედო გეგმების ცხრილები მეთოდოლოგიის დანართი N1-ისა და დანართი N2-ის შესაბამისად. რეგიონული სტრატეგიების სამოქმედო გეგმების სამუშაო ვერსიები შეთანხმდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან.
სამხარეო საკონსულტაციო საბჭომ შეაფასა სამუშაო ჯგუფების მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმების შესაბამისობა და დასახული პროექტების თანმიმდევრულობა კახეთის რეგიონის 2014-2021 წ. განვითარების სტრატეგიასთან და საქართველოს რეგიონული განვითარების 2015-2017 წლების პროგრამასთან მიმართებაში და მიიჩნია აღნიშნული სტრატეგიული დოკუმენტების შესაბამისად. სამხარეო საკონსულტაციო საბჭომ განიხილა გურჯაანის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტები, ჩვენი 2015 წლის ბიუჯეტების პროექტები და მიიჩნია, რომ ისინი თანხვედრაშია რეგიონული განვითარების სტრატეგიის პრიორიტეტებთან და შესაბამის სამოქმედო გეგმასთან.
განხილვის შემდეგ საკონსულტაციო საბჭომ დაამტკიცა კახეთის რეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2017 წლების სამოქმედო გეგმის შესახებ და მიმდინარე წელს განხორციელდება შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტები:
1. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფ. ვაზისუბანში ერთი ახალი ჭაბურღილის მოწყობა. არსებული ჭაბურღილის რეაბილიტაცია და მაგისტრალის მოწყობა.
2. სოფელ მუკუზნის სასმელი წყლის შიდა ქსელის, სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია და ცენტრალური მაგისტრალის მოწყობა.
3. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფ. ზეგაანში ჭაბურღილის მოწყობა და არსებულ ქსელზე დაერთება.
://gurjaani.ge/uploads/posts/2015-02/1424519881_1424077777_1.jpg[/thumb]
 
ინტელექტუალური თამაშის,  რა? სად? როდის?  საგაზაფხული სეზონი დაიწყო. 13 mins · გურჯაანში, საჯარო ბიბლიოთეკაში რა? სად? როდის? ინტელექტუალური თამაშის საგაზაფხულო სეზონის პირველი ტური გაიმართა. ინტელექტუალურ შეჯიბრში გურჯაანის საჯარო სკოლების გუნდები მონაწილეობენ. მომდევნო ტურები ყოველ პარასკევს, 3 საათზე, ბიბლიოთეკის შენობაში გაიმართება.
რა? სად ? როდის? გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის, კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით მესამე წელია ტარდება.