„კახეთის მხარის მოსწავლეები - კულტურული მემკვიდრეობის დესპანები“-პრეზენტაცია გურჯაანშიქალაქ გურჯაანის სამუსიკო სკოლის შენობაში საპილოტე პროექტის „კახეთის მხარის მოსწავლეები - კულტურული მემკვიდრეობის დესპანები“-ს პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი, მისმა ავტორმა და ხელმძღვანელმა, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს საგანმანათლებლო განყოფილების სპეციალისტმა, პედაგოგიკის დოქტორმა დალი აბაშიძემ წარმოადგინა.
პროექტი საგანმანათლებლო-შემეცნებითი ხასიათისაა, რომლის მიზანია მოსწავლე ახალგაზრდობისთვის კულტურული მემკვიდრეობის ამსახვლი მეცნიერული, ისტორიული თუ ლიტერატურული მასალების გაცნობა და ჩანერგვა განცდის, რომ მათი მოვლა-პატრონობა და გაფრთხილება თვითოეული ადამიანის ვალია. პროექტის ფარგლებში იგეგმება ტურების ორგანიზება, ვიქტორინების, სპეციალური საგაზეთო ნომრების გამოცემა, ასევე ჩანახატების, ნახატების, ფოტოების, სარეკლამო ვიდეორგოლების შექმნა. პროექტი საზაფხულო სასკოლო ბანაკების ფორმირებასაც ითვალისწინებს, სადაც მოსწავლეს საშუალება მიეცემა ზემოთ აღნიშნული საქმიანობების განხორციელების.