ველისციხეში  ე.წ. „დამარჩინეს“ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს სოფელ ველისციხეში ე.წ. „დამარჩინეს“ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. უკვე სრულდება შენობის გადახურვის სამუშაოები, ასევე მოხდება საყრდენი კედლების გამაგრება და აღდგება შესასვლელი კიბე და აივნი.
8 ოჯახს 10 წელზე მეტია გაუსაძლის პირობებში უწევდა ცხოვრება. ადგილობრივები ამბობენ, რომ წვიმის დროს სახლში ისევე წვიმდა, როგორც გარეთ და ყოველი დღის გათენების ეშინოდათ.
მიმდინარე სამუშაოები დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გია გერგიძემ და ველისციხის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნათია გიორგაძემ ადგილზე დაათვალიერეს და მობინადრეებს შეხვდნენ. ადგილობრივი თვითმართველობის ხელმძღვანელობა მათ, შესაძლებლობების ფარგლებში, სხვა პირველადი საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებასაც დაჰპირდა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება.
 
გურჯაანში  კიდევ სამ ეკლესიას მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსიგურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანის „სამების“ ეკლესიას (VI ს.) ,ქალაქ გურჯანში „ტატიას საყდარს“ (შუა საუკუნეები) და სოფელ ახაშენში მდებარე „ყვავის საყდარს“ (VIII- IX სს) კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
გამგეობის ძეგლთა დაცვის უფროსი სპეციალისტის თამაზ მარკოზაშვილის განცხადებით „გამგეობამ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს დოკუმენტური მასალა გადასცა და დააყენა შუამდგომლობა სამი ეკლესიისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე. მათი გადაწყვეტილებით, 2014 წლის დეკემბერში აღნიშნულ ეკლესიებს მიენიჭა ძეგლის სტატუსი, რომლის შემდეგაც მათზე გავრცელდება შესაბამისი სამართლებრივი რეჟიმი, რომელიც უზრუნველყოფს ძეგლების უსაფრთხოებას.“
გურეჯაანის მუნიციპალიტტში 400- მდე ეკლესია-მონასტერია, რომელთაგანაც კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი 109 - ს აქვს.
 
ქალაქის ქუჩებში ტექნიკური მარილი დილიდან იყრებაპირველი თოვლი მოვიდა გურჯაანში. მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახური ქალაქის ქუჩებში დილიდან ყრის ტექნიკურ მარილს. უკვე გაწმენდილია თაყაიშვილის, კოსტავას, ნონეშვილის ქუჩები. გზის გაწმენდის სამუშაოები გრძელდება და ქალაქის ყველა ცენტრალურ გზაზე დაიყრება ტექნიკური მარილი.
 
საშობაო ნობათი სოციალურად დაუცველ ოჯახებს (საშობაო ალილოზე შეგროვებული ნობათი გურჯაანში მცხოვრებ უმწეო, სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს და შშმ ბენეფიციარებს გადაეცათ. მათ საჩუქრები გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა და თანამშრომლებმა ოჯახებში მიუტანეს და შობა მიულოცეს.
 
საშობაო ალილო გურჯაანშიგურჯაანში საშობაო მსვლელობა მოეწყო. "ალილო" სამების საკათედრო ტაძრიდან დაიწყო და მასში სასულიერო პირები, მრევლი და ადგილობრივი მოსახლეობა მონაწილეობდა. ალილოს მონაწილეებმა საშობაო გალობით ქალაქის რამდენიმე ქუჩა მოიარეს და მოსახლეობას ქრისტეს შობა მიულოცეს. გზადაგზა მათ საშობაო ნობათით ასაჩუქრებდნენ.
მეალილოები გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობასთანაც შეჩერდნენ, სადაც მუნიციპალიტეტის გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დახვდნენ და საჩუქრები გადასცეს. საშობაო ალილო სამების საკათედრო ტაძართან დასრულდა. შეგროვებული ნობათი გურჯაანში მცხოვრებ გაჭირვებულ ოჯახებს გადაეცემათ.
 
საახალწლო ღონისძიებები გურჯაანში გრძელდება. 3 იანვრიდან - 14 იანვრის ჩათვლით, 13 საათზე, კულტურის ცენტრში საახალწლო ნაძვის ხის ზეიმი ტარდება. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს თოვლის პაპა მასპინძლობს. პატარებისთვის წარმოდგენაც იმართება და მათ გართობაზე ჯამბაზი და ზღაპრის გმირები ზრუნავენ.
საახალწლო წარმოდგენებს მართავს გურჯაანის თოჯინების თეატრიც. სპექტაკლი „წითელქუდა და მისი მეგობრები“ ყოველ დღე, 12 საათზე იწყება.
საახალწლო ღონისძიებები 14 იანვარს დასრულდება.
 
გურჯაანში საშობაო ალილო მოეწყობახვალ, 7 იანვარს ქალაქ გურჯაანში საშობაო მსვლელობა მოეწყობა. ალილო სამების საკათედრო ტაძრიდან 12 საათზე დაიწყება. ალილოს მონაწილეები წმ.ნინოს, გურამიშვილის და ნონეშვილის ქუჩებს მოივლიან და მოსახლეობას ქრისტეს შობას მიულოცავენ. სადღესასწაულო მსველოლება სამების საკათედრო ტაძართან დასრულდება. მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ალილოს მონაწილეებს საშოაბაო საჩუქრებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც გადასცემენ. შეგროვილი შემოწირულობა გურჯაანში მცხოვრებ გაჭირვებულ ოჯახებს გადაეცემათ.
 
საახალწლო საჩუქრები სოციალურად დაუცველ ოჯახებსდღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი გია გერგიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად გურჯაანში სოციალურად დაუცველ ოჯახებს ესტუმრნენ, საახალწლო საჩუქრები მიუტანეს და ახალი წელი მიულოცეს.
მათ დღეს სოფელ გურჯაანში მცხოვრები 22 წლის, სიმსივნით დაავადებული, მერი ნადირაშვილიც მოინახულეს და 1 წლის ბარბარეს, ადგილობრივი თვითმართველობის თანამშრომლებისგან, საჩუქრად საწოლი, ოჯახს კი სკამები გადასცეს.
საახალწლო ნატვრა ქალაქ გურჯაანში მცხოვრებ 4 წლის ნიკოლოზსაც აუსრულდა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მას სათამაშო მანაქანა და ტელევიზორი აჩუქა. ოჯახს გადაუხდელობის გამო დენი არ ჰქონდა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ამაზეც იზრუნა და პატარა ნიკოლოზი ექვსთვიანი უშუქობის შემდეგ ახალ წელს დედასთან ერთად განათებულ სახლში შეხვდება.
საახალწლო ნობათი და საჩუქრები დღეს გურჯაანში მცხოვრებმა 15-მა სოციალურად დაუცველმა ოჯახმა მიიღო.