გურჯაანის კულტურის ცენტრში რეჟისორ დავით ნაცვალაშვილის სპექტაკლის „ალაზანი დიდია“-ს პრემიერა გაიმართა. ორ მოქმედებიანი დრამა რომლის სცენარის ავტორიც თავად რეჟისორია რამდენიმე ცხოვრებისეული ეპიზოდისაგან შედგება, რომელიც საზოგადოებისთვის დღესათვის აქტუალურ თემებს ეხება. სპექტაკლში როლებს მოყვარული მსახიობები თამაშობენ.
9 წლიანი შესვენების შემდეგ გურჯაანის კულტურის ცენტრის სცენაზე გურჯაანელი არაპროფესიონალი მსახიობების მონაწილეობით წარმოდგენა პირველად დაიდგა.
 
ახაშენში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობსგურჯაანის მუნიციპელიტეტის სოფელ ახაშენში შიდა საუბნო გზების მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექების ფონდიდან ფინანსდება, რისთვისაც 287 682 ლარი დაიხარჯება. ასფალტო- ბეტონის საფარი დაიგება ორ უბანში და მოეწყობა სანიაღვრე არხი. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „გზამშენი 2005 “ ასრულებს და წლის ბოლომდე დასრულდება.
 
ქალაქ გურჯაანში ავარიული საცხოვრებელი კორპუსის გამაგრების სამუშაოები სრულდებაქალაქ გურჯაანში 9 აპრილის ქუჩაზე 48 ნომერში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის გამაგრებითი სამუშაოები სრულდება. 45 ოჯახს თითქმის 10 წელია ავარიულ საცხოვრებელ ბინაში უწევს ცხოვრება. კორპუსის მაცხოვრებლების თქმით შენობის საძირკველი და კედლები იმდენად დაზიანებული იყო, რომ ჩამონგრევის საფრთხე არსებობდა. ავარიული კორპუსის რეაბილიტაციისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 65 600 ლარი გამოიყო. პროექტის ფარგლებში მოხდება შენობის საძირკველის და კედლების გამაგრება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „მოდერნი“ აწარმოებს.
 
 
 
 
 
 
კონცერტი სამუსიკო სკოლაშიგურჯაანის სამუსიკო სკოლაში კონცერტი „შემოდგომის ზეიმი “ გაიმართა. ღონისძიებაში სამუსიკო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. კონცერტს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ყვირალაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

 
გურჯაანელი მოჭიდავეების წარმატება
22-23 ნოემბერს ქუთაისში გამართულ დიმიტრი დოხტურაშვილის და ზაურ შეყრილაძის სახელობის მე-8 საერთაშორისო ტურნირზე თავისუფალ ჭიდაობაში გურჯაანელი ბექა ნადაშვილი ჩემპიონი გახდა. მესამე ადგილი კი 69 კგ წონით კატეგორიაში გურჯაანელმა იმედა ქაშიაშვილმა დაიკავა.
ტურნირში 5 ქვეყნის - საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთის და რუსეთის 250 -მდე სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას. გურჯაანიდან ტურნირში 2 სპორტსმენი ასპარეზობდა, რომლებიც გურჯაანის რევაზ მინდორაშვილის სახელობის სკოლაში ვარჯიშობენ. გამარჯვებულ სპორტსმენებს დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ალექსანდრე ყვირალაშვილი შეხვდა და გამარჯვება მიულოცა.
 
უკან წინ