გურჯაანის ღია პირველობა კრივშიგურჯაანში მოსწავლეთა შორის გურჯაანის ღია პირველობა კრივში ტარდება. ტურნირში მონაწილეობას 15 მუნიციპალიტეტიდან 84 ახალგაზრდა სპორტსმენი იღებს. სხვადასხვა წონით კატეგორიაში გამარჯვებულ სპორტსმენებს გამგეობის მიერ დაწესებეული პრიზები, სიგელები და მედლები გადაეცემათ.
ჩემპიონატი დღეს დაიწყო და 1 ნოემბერს დასრულდება. ტურნირი გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და გურჯაანის „სამების“ საკათედრო ტაძართან არსებული საქველმოქმედო ფონდის „დიდი ხარ შენ უფალოს“ ორგანიზებით ტარდება.
 
"გურჯაანქალაქობა - 2014 "
“გურჯაანქალაქობა - 2014 ” 1 ნოემბერს კურორტ „ახტალის“ ტერიტორიაზე გაიმართება. მოეწყობა ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა. გურჯაანის ღვინის ქარხნები წარმოადგენენ საკუთარ პროდუქციას და მოეწყობა დეგუსტაცია. საკუთარი პროდუქციის გამოფენას მოაწყობს ასევე სოფელ კაჭრეთის პროფესიული სასწავლებელი „აისი“. დღის განმავლობაში სხვადასხვა სპორტული და კულტურული ღონისძიებები მოეწყობა. ადგილობრივი შემსრულებლების და მოწვეული მომღერლების მონაწილეობით გაიმართება კონცერტი. მოხდება საპატიო გურჯაანელების დაჯილდოვება.
სადღესასწაულო ღონისძიებები დღის ბოლომდე გაგრძელდება, რომელზე დასწრებაც ყველა მსურველს შეეძლება.
„გურჯაანქალაქობისთვის" ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3755 ლარია გამოყოფილი.