სოფელ ზიარში არქეოლოგიური გათხრები დაიწყოგურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიარში არქეოლოგიური გათხრები დაიწყო. სპეციალისტები სოფელ ზიარში მდებარე ქვის ხანის ადამიანის სადგომი-სახელოსნოს შეისწავლიან, რომელიც მეცნიერთა ვარაუდით დაახლოებით ნახევარი მილიონი წლით თარიღდება.
სამუშაოები რამდენიმე დღეა რაც მიმდინარეობს. არქეოლოგებმა პირველ ეტაპზე ქვის ხანის ადამიანის სადგომი-სახელოსნოს მიმდებარე ტერიტორია შეისწავლეს, სადაც გვიანი შუა საუკუნეების (XVI-XVII სს) ნამოსახლარი, საყოფაცხოვრებო ნივთების და მოჭიქული კერამიკის ფრაგმენტები აღმოაჩინეს. გათხრებისას, ასევე აღმოჩნდა ცეცხლის ნაკვალევი, საიდანაც მოხდა სინჯების აღება და ლაბორატორიული კვლევის შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რა პერიოდს მიეკუთვნება.
აღმოჩენილი ნივთები საქართველოს ეროვნული მუზეუმის გურჯაანის ფონდსაცავს გადაეცემა.
ამჟამად ქვის ხანის ადამიანის სადგომი- სახელოსნოს ზედაპირის მცენარეებისაგან გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც არქეოლოგიური გათხრები გაგრძელდება.