რეგიონული და მუნიციპალური განვითარების მეორე პროექტი
გურჯაანში ბესიკის, ბარათაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების რეაბილიტაციის ქვე-პროექტის
ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვის ოქმი
10 ოქტომბერი, 2014
2014 წლის 10 ოქტომბერს გურჯაანში, მუსიკალური სკოლის შენობაში ჩატარდა გურჯაანში ბესიკის, ბარათაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების რეაბილიტაციის ქვე-პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა.
 
დღეს, გურჯაანის სამუსიკო სკოლაში მუნიციპალური განვითარების ფონდის პროექტის - ქალაქ გურჯაანში ბესიკის, ბარათაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების რეაბილიტაციის ქვე-პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა მოეწყო. შეხვედრას გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები, ბესიკის, ბარათაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების მაცხოვრებლები და მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენელმა ანა რუხაძემ შეხვედრის მონაწილეებს პროექტის შესახებ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია და დასმულ შეკითხვებს უპასუხა.