გამგებელი კიკბოქსინგში კავკასიის ჩემპიონებს შეხვდაგურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი გია გერგიძე და გამგებლის მოადგილე ალექსანდრე ყვირალაშვილი კიკბოქსინგში კავკასიის 2014 წლის ჩემპიონებს შეხვდნენ და გამარჯვება მიულოცეს.
3-4 ოქტომბერს თბილისში გამართულ ამიერკავკასიის პირველობაზე კიკბოქსინგში სამმა გურჯაანელმა სპორტსმენმა მოიპოვა გამარჯვება. 35 კგ წონით კატეგორიაში ახაშნელმა გიგა გოგაშვილმა, 42 კგ წონით კატეგორიაში გურჯაანელმა შალვა ყანდიაშვილმა და 65 კგ წონით კატეგორიაში ჩუმლაყელმა ნიკა რუაძემ მოიპოვეს ოქროს მედლები. ტურნირში მონაწილეობას საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის 200 -მდე სპორტსმენი იღებდა.