გურჯაანის ღია პირველობა კრივშიგურჯაანში მოსწავლეთა შორის გურჯაანის ღია პირველობა კრივში ტარდება. ტურნირში მონაწილეობას 15 მუნიციპალიტეტიდან 84 ახალგაზრდა სპორტსმენი იღებს. სხვადასხვა წონით კატეგორიაში გამარჯვებულ სპორტსმენებს გამგეობის მიერ დაწესებეული პრიზები, სიგელები და მედლები გადაეცემათ.
ჩემპიონატი დღეს დაიწყო და 1 ნოემბერს დასრულდება. ტურნირი გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და გურჯაანის „სამების“ საკათედრო ტაძართან არსებული საქველმოქმედო ფონდის „დიდი ხარ შენ უფალოს“ ორგანიზებით ტარდება.
 
"გურჯაანქალაქობა - 2014 "
“გურჯაანქალაქობა - 2014 ” 1 ნოემბერს კურორტ „ახტალის“ ტერიტორიაზე გაიმართება. მოეწყობა ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა. გურჯაანის ღვინის ქარხნები წარმოადგენენ საკუთარ პროდუქციას და მოეწყობა დეგუსტაცია. საკუთარი პროდუქციის გამოფენას მოაწყობს ასევე სოფელ კაჭრეთის პროფესიული სასწავლებელი „აისი“. დღის განმავლობაში სხვადასხვა სპორტული და კულტურული ღონისძიებები მოეწყობა. ადგილობრივი შემსრულებლების და მოწვეული მომღერლების მონაწილეობით გაიმართება კონცერტი. მოხდება საპატიო გურჯაანელების დაჯილდოვება.
სადღესასწაულო ღონისძიებები დღის ბოლომდე გაგრძელდება, რომელზე დასწრებაც ყველა მსურველს შეეძლება.
„გურჯაანქალაქობისთვის" ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3755 ლარია გამოყოფილი.
 
გურჯაანის სპორტსკოლებს სპორტული ინვენტარი გადაეცათსპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ გურჯაანში არსებულ სპორტსკოლებს საჩუქრად სპორტული ინვენტარი გადასცა. ფეხბურთის ბურთები, კრივის ტომარა, ხელთათმანები და ჩაფხუტები, საფეხბურთო და საკალათბურთო ფორმები, საჭიდაო ჩოხები და სხვა სპორტული ინვენტარი ააიპ „საფეხბურთო სკოლა გურჯაანს“, ააიპ „სპორტსკოლას“, ააიპ „სპორტკომპლექსს“ და ააიპ „რევაზ მინდორაშვილის სახელობის ჭიდაობის სპეციალიზირებულ სკოლას“ გადაეცა.
 
აქცია "გაიღე სისხლი-სიცოცხლის გადასარჩენად" გურჯაანშიდღეს გურჯაანში აქცია „გაიღე სისხლი-სიცოცხლის გადასარჩენად“ გაიმართა. აქციაში მონაწილეობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ვანო ბერიძიშვილმა, გამგებლის მოადგილემ ალეკო ყვირალაშვილმა, გამგეობის, საკრებულოს, ადმინისტრაციული ერთეულებისა და სახანძრო სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა მიიღეს.
აქცია გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის და „ნატალია კვანტალიანის სახელობის ცენტრალური სისხლის ბანკის“ ორგანიზებით ჩატარდა, რომლის მიზანიც სხვადასხვა დაავადებების დროს საჭირო სისხლის მარაგის შექმნაა.
 
თვალის კლინიკა „ოფთალმიჯი“ გურჯაანში საქველმოქმედო აქციებს აგრძელებსჯავრიშვილის თვალის კლინიკა „ოფთალმიჯმა“ საქველმოქმედო აქცია სოფელ გურჯაანში გამართა. დღეს კლინიკის სპეციალისტებმა უფასო გამოკვლევა დაახლოებით 90 პაციენტს გაუწიეს. აქციის ორგანიზატორის, ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯის“ კახეთის რეგიონული დირექტორის მანანა ხუციშვილის განცხადებით, საქველმოქმედო აქცია 2 კვირაა რაც დაიწყო და გურჯაანის მუნიციპალიტეტის რვა სოფელში უკვე ჩატრადა. სპეციალისტების კონსულტაცია 800-მდე პაციენტმა მიიღო.
ხვალ, 17 ოქტომბერს, 12 საათიდან ოფთალმოლოგები სოფელ ჭანდრის ამბულატორიაში მიიღებენ პაციენტებს.
აქციის ფარგლებში ჯავრიშვილის კლინიკის ექიმები გურჯაანის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს ეწვევიან.
 
სოფელ ზიარში არქეოლოგიური გათხრები დაიწყოგურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიარში არქეოლოგიური გათხრები დაიწყო. სპეციალისტები სოფელ ზიარში მდებარე ქვის ხანის ადამიანის სადგომი-სახელოსნოს შეისწავლიან, რომელიც მეცნიერთა ვარაუდით დაახლოებით ნახევარი მილიონი წლით თარიღდება.
სამუშაოები რამდენიმე დღეა რაც მიმდინარეობს. არქეოლოგებმა პირველ ეტაპზე ქვის ხანის ადამიანის სადგომი-სახელოსნოს მიმდებარე ტერიტორია შეისწავლეს, სადაც გვიანი შუა საუკუნეების (XVI-XVII სს) ნამოსახლარი, საყოფაცხოვრებო ნივთების და მოჭიქული კერამიკის ფრაგმენტები აღმოაჩინეს. გათხრებისას, ასევე აღმოჩნდა ცეცხლის ნაკვალევი, საიდანაც მოხდა სინჯების აღება და ლაბორატორიული კვლევის შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რა პერიოდს მიეკუთვნება.
აღმოჩენილი ნივთები საქართველოს ეროვნული მუზეუმის გურჯაანის ფონდსაცავს გადაეცემა.
ამჟამად ქვის ხანის ადამიანის სადგომი- სახელოსნოს ზედაპირის მცენარეებისაგან გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც არქეოლოგიური გათხრები გაგრძელდება.
 
რეგიონული და მუნიციპალური განვითარების მეორე პროექტი
გურჯაანში ბესიკის, ბარათაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების რეაბილიტაციის ქვე-პროექტის
ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვის ოქმი
10 ოქტომბერი, 2014
2014 წლის 10 ოქტომბერს გურჯაანში, მუსიკალური სკოლის შენობაში ჩატარდა გურჯაანში ბესიკის, ბარათაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების რეაბილიტაციის ქვე-პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა.
 
დღეს, გურჯაანის სამუსიკო სკოლაში მუნიციპალური განვითარების ფონდის პროექტის - ქალაქ გურჯაანში ბესიკის, ბარათაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების რეაბილიტაციის ქვე-პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა მოეწყო. შეხვედრას გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები, ბესიკის, ბარათაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების მაცხოვრებლები და მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენელმა ანა რუხაძემ შეხვედრის მონაწილეებს პროექტის შესახებ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია და დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
 
ვეჯინის მოსახლეობის წყალმომარაგება  მალე გაუმჯობესდება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში ახალი ჭაბურღილი კეთდება, რომლის ამოქმედების შემდეგაც ვეჯინის მოსახლეობის დაახლოებით 80 პროცენტი წყალს ყოველდღიურად მიიღებს.
დღეისთვის სოფელს სასმელი წყალი გრაფიკით, კვირაში 2-3 ჯერ მიეწოდება.
ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, რისთვისას 65 600 ლარი დაიხარჯება.
სამუშაოები დეკემბრის დასაწყისისთვი დასრულდება, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული ი/მ გურამ მამუკაშვილი ახორციელებს.
 
 
უკან წინ