27 სექტემბერს  გურჯაანში   „მწნილისა და მურაბის ფესტივალი“ გაიმართება
27 სექტემბერს გურჯაანში „მწნილისა და მურაბის ფესტივალი“ გაიმართება. „პაპას ბაღში“ მოეწყობა მწნილისა და მურაბის კუთხეები. ფესტივალი 12 საათზე გაიხსნება და მისულ სტუმრებს „მარნეულის სასაურსათო ქარხნის“ პროდუქციის დაგემოვნებისა და სპეციალურ ფასად შეძენის საშუალებაც ექნებათ. ფესტივალს ფოლკლორული ანსამბლი „მოძახილი“ გახსნის და სტუმრებს ანიმატორები და ქუჩის თეატრის მსახიობები გაართობენ. ორგანიზატორებმა პატარა სტუმრებისთვისაც იზრუნეს, სადაც მათ ტკბილეული და ზღაპრის გმირები ელოდებათ.
ფესტივალი შპს"ჯეპრას", სს „წყალი მარგებელის“ და შპს „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ ორგანიზებით საქართველოს 10 ქალაქში ტარდება. პირველად ფესტივალი 2013 წელს „თბილისობის“ დღესასწაულზე გაიმართა, რის შემდეგაც ის ყოველწლიური გახდა. ფესტივალის მიზანი ქართული სუფრის ტრადიციების წარმოჩენა და შენარჩუნებაა.