გურჯაანში დასუფთავების აქცია მოეწყოგურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდამარემ ვანო ბერიძიშვილმა და გამგებლის მოადგილემ ალეკო ყვირალაშვილმა გამგეობის თანამშრომლებთან ერთად აქციაში „დავასუფთავოთ საქართველო“ მიიღეს მონაწილეობა. მათ ქ.გურჯაანში „ობელისკების“ ტერიტორია დაასუფთავეს.
დასუფთავების ყოველწლიური საერთაშორისო კამპანია 19-21 სექტემბერს მსოფლიოს 134 ქვეყანაში ტარდება. საქართველო მსოფლიო კამპანიას 2010 წელს შეუერთდა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაც ყოველ წელს უერთდება აქციას.
 
გურჯაანელი მკლავჭიდელი ალექსანდრე ზავრაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა 15- 22 სექტემბერს ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მკლავჭიდში, ვეჯინელი ალექსანდრე ზავრაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მან გადამწყვეტი გამარჯვება აზერბაიჯანელ მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონთან მოიპოვა . ალექსანდრე ზავრაშვილმა 2014 წლის მაისში, ბაქოში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა, ფინალური შეხვედრა სწორედ იმავე აზერბაიჯანელ სპორტსმენთან, მსაჯების არაობიექტურობის გამო წააგო.