15 სექტემბერს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი იწყება. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გია გერგიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ახლად რეაბილიტირებული ვაზისუბნის, მუკუზნის და ჭანდრის საბავშო ბაღები დაათვალიერა. გამგებელი ადგილზე გაეცნო თუ როგორი მომზადებულები ხვდებიან საბავშვო ბაღები ახალ სასწავლო წელს. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელის განცხადებით: „წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის საბავშვო ბაღს ჩაუტარდა რეაბილიტაცია. რა თქმა უნდა ბაღების სრული რეაბილიტაცია დიდ თანხებს მოითხოვდა და გამოყოფილი თანხა საბავშვო ბაღებში ინფრასტრუქტურული საჭიროებების მიხედვით დაიხარჯა. ვფიქრობ, რომ ბევრი რამე გაკეთდა, კიდევ ბევრია გასაკეთებელი, თუმც დღეისთვის საბავშვო ბაღებში არსებული მდგომარეობა ნორმალურია.“