პრემიერ-მინისტრმა ველისციხეში ახალი ღვინის ქარხანა გახსნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოფელ ველისციხეში ახალი ღვინის ქარხანა „კახეთის ტრადიციული მეღვინეობა“ გახსნა. საწარმოს გახსნას საქართველოს სოფლის მეურნეობის და ფინანსთა მინისტრები, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პრემიერმა კომპანიას წარმატებები უსურვა და სტუმრებთან ერთად ქარხანა დაათვალიერა.
ველისციხის ღვინის ქარხნის მშენებლობა აგრო კრედიტის ფარგლებში მარტის თვეში დაიწყო და დღეისთვის უკვე აწარმოებს ყურძნის ჩაბარებას. ქარხანა ევროპული სტანდარტების დანადგარებით არის აღჭურვილი, სადაც 100 - მდე ადამიანი დასაქმდება. კომპანიამ იაფი კრედიტის ფარგლებში სახელმწიფოსგან 600 ათასი დოლარის სუბსიდია მიიღო.
წელს ველისციხის ახალი ქარხანა 5 ათას ტონამდე სხვადასხვა ჯიშის ყურძნის ჩაბარებას გეგმავს.