სოფელ კაჭრეთში ახალი წყლის ჭაბურღილი ჩაირთოგურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებალი გია გერგიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი სოფელ კაჭრეთში ახალი წყლის ჭაბურღილის ჩართვის პროცეს დაესწრნენ.
ახალი ჭაბურღილის მოწყობა რეგიონებში განსახორციელებელე პროექტების ფონდიდან დაფინანსდა, რისთვისაც 89 990 ლარი დაიხარჯა. პროექტის ფარგლებში მოეწყო ჭაბურღილი, დაიდგა 2 -16 ტონიანი ავზი, დამონტაჟდა ტუმბო და მოეწყო ახალი შიდა საუბნო ქსელი. ახალი ჭაბურღილიდან წყალს დაახლოებით 200 ოჯახი მიიღებს.
წყალი ქსელში დასუფთავების შემდეგ გაეშვება
სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შპს „გეოკორმა“ შეასრულა.