გურჯაანის მუნიციპალიტეტში მოსახლეობისთვი წყლის დარიგება გრძელდებაკახეთში ძლიერი გვალვის გამო გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში შექმნილი წყალმომარაგების პრობლემა კვლავ მწვავედ დგას. მუნიციპალიტეტის გამგეობა სოფლებში, იმ უბნების მოსახლეობას, რომელთაც წყალი არ მიეწოდება სპეციალური ტრანსპორტით ამარაგებს.
დღეს წყალი სოფელ ველისციხის, ჭანდრის, კოლაგის და კარდენახის მოსახლეობამ მიიღო..
გურჯაანში წყლის დარიგება კახეთის გუბერნატორის ირაკლი შიოლაშვილის ინიციატივით რამდენიმე დღეა რაც მიმდინარეობს და პროცესი იქამდე გაგრძელდება სანამ მოსახლეობას წყლის მიწოდება აღუდგება.
 
სოფელ ველისციხეში წყლის მიწოდება კიდევ რამდენიმე უბანს აღუდგადღეს სოფელ ველისციხეში წყლის მიწოდება კიდევ რამდენიმე უბანს აღუდგა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლმა გია გერგიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ვანო ბერიძიშვილმა თავად შეამოწმეს როგორ მიეწოდება მოსახლეობას სახლებში წყალი.
სოფელ ველისციხეში ძლიერი გვალვის გამო რამდენიმე უბანი სასმელი წყლის გარეშე დარჩა. წყლის სათავე ნაგებობაში არასაკმარისი დებეტის გამო სოფლის წყალმომარაგება არსებული 32 ჭაბურღილიდან ხორციელდება, თუმც არსებობს უბნები სადაც წყლის მიწოდება ქსელით ვერ ხერხდება. გამომდინარე იქიდან, რომ მოკლე ვადაში შეუძლებელი იყო ახალი წყლის ჭაბურღილის მოწყობა, პრობლემის გადასაჭრელად მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილებით არსებულ ორ ჭაბურღილზე მოეწყო ტუმბო, დამონტაჟდა რეზერვუარები და გაკეთდა უბნებამდე მისასვლელი ქსელები. ახალი ქსელებით წყალი რამდენიმე დიდ უბანს მიეწოდება. იმ უბნებში კი, სადაც მოსახლეობა კვლავ წყლის გარეშეა დარჩენილი გამგეობა მათ სასმელ წყალს სპეციალური ტრანსპორტით ურიგებს.