გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში “ ხორციელდება. საბავშო ბაღის რეაბილიტაციისთვის 6 000 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს ი/მ „გიორგი გოგინაშვილი“ ასრულებს. წელს სოფელ ჭანდარში „სოფლის მხარდაჩერის პროგრამის ფარგლებში“ , ასევე რამდენიმე უბანში მოეწყო გარე განათება და სანიაღვრე არხები. სოფლის სასაფლაოზე მოეწყობა საპირფარეშო. წელს პროგრამის ფარგლებში სოფელ ჭანრდისთვის 38 597 ლარი გამოიყო. პრიორიტეტები სოფლის საერთო კრებაზე თავად მოსახლეობამ შეარჩიე. |