ქალაქ გურჯაანში საკანალიზაციო ქსელების რეაბილიტაცია მიმდინარეობსქალაქ გურჯაანში საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოები ამ დროისთვის თაბუკაშვილის ქუჩაზე მიმდინარეობს, სადაც ახალი საკანალიზაციო ქსელი კეთდება. აღნიშნულ უბანში საკანალიზაციო ქსელი ამ დრომდე არ არსებობდა.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. სამუშაოებს შპს „კავკასენერგო“ აწარმოებს.