1. საჯარო პირობიან აუქციონზე, სასყიდლიან სარგებლობაში გაცემის მიზნით, იჯარით გასაცემად, ხუთი წლის ვადით, საგანმანათლებლო საქმიანობის განსახორციელებლად გამოტანილი იქნება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული - ქ. გურჯაანში, ნონეშვილის გამზირი N23-ში მდებარე შენობიდან (ყოფილი აგროსამრეწველო გაერთიანების შენობა) 216,16კვმ არასაცხოვრებელი ფართი.
 
ფაშიზმზე გამარჯვების 69 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებათა   ა ნ ო ნ ს ი9 მაისს, 11 საათზე მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში, ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულები და თანამშრომრომლები ყვავილებით შეამკობენ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალებს.
12 საათზე, ქ.გურჯაანში საბრძოლო დიდების მეომორიალზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გვირგვინებით შეამკობენ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალურ დაფას, სადაც ომის ვეტერანებისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება.
15 საათზე, სოფელ კარდენაში , შინ მოუსვლელთა პარკში გაიმართება კონცერტი და სპორტული ღონიოსძიება „გრანდიოზული“, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან.
 
რეზო ჩხეიძე გურჯაანში
წელს ქართულ მხატვრულ ფილმს „ჯარისკაცის მამას“, რომელიც მეორე მსოფლიო ომის მოვლენებს ასახავს 50 წელი უსრულდება. ფილმის რეჟისორი რეზო ჩხეიძე ამ თარიღთან დაკავშირებით გურჯაანს სტუმრობდა.
ფილმის საიუბილეო თარიღი ცნობილ ქართველ რეჟისორს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს.