1. საჯარო პირობიან აუქციონზე, სასყიდლიან სარგებლობაში გაცემის მიზნით, იჯარით გასაცემად, ხუთი წლის ვადით, საგანმანათლებლო საქმიანობის განსახორციელებლად გამოტანილი იქნება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული - ქ. გურჯაანში, ნონეშვილის გამზირი N23-ში მდებარე შენობიდან (ყოფილი აგროსამრეწველო გაერთიანების შენობა) 216,16კვმ არასაცხოვრებელი ფართი.
 
2014 წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტებიგურჯაანის მუნიციპალიტეტში 2014 წელს 39 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება, რისთვისაც ჯამში 3 270 000 ლარი დაიხარჯება. აქედან 26 პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი ფონდიდან ფინანსდება, რისთვისაც 2 მლ 995 000 ლარია გამოყოფილი, ხოლო 13 ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან განხორციელდება, რომლისთვისაც 275 000 ლარია გამოყოფილი.