განთავსების ადგილებია:

• ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 103-ე კილომეტრზე პკ-0+270, ბილბორდის ფართი 27კვმ _ ცალმხრივი, ბილბორდის საწყისი ფასი _ 54 ლარი, საწყისი წლიური საიჯარო ქირა _ 270 ლარი, სულ – 324 ლარი. ბიჯი _ 10%.

• თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის 102-ე კილომეტრზე, პკ _ 0+800. ბილბორდის ფართი 18კვმ _ ორმხრივი, ბილბორდის საწყისი ფასი _ 72 ლარი, საწყისი წლიური ქირა _ 360 ლარი. სულ – 432 ლარი. ბიჯი _ 10%.

• თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის 83-ე კილომეტრზე, პკ _ 0+600, (სოფელი კაჭრეთი). ბილბორდის ფართი 18კვმ _ ორმხრივი, ბილბორდის საწყისი ფასი _ 72 ლარი, საწყისი წლიური საიჯარო ქირა 360 ლარი. სულ – 432 ლარი. ბიჯი _ 10%.
 
გამგებელმა კაჭრეთის „საზოგადოებრივი ცენტრის“ მშენებლობა დაათვალიერა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ემზარ ჯიქურაშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, კაჭრეთის „საზოგადოებრივი ცენტრის“ მიმდინარე მშენებლობა დაათვალიერა.
სოფელ კაჭრეთის „საზოგადოებრივი ცენტრის“ მშენებლობას, იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ჰორიზონტი“ ახორციელებს.
„საზოგადოებრივი ცენტრების განვითარების პროექტის“ მიზანია ცენტრალური ხელისუფლების და მუნიციპალური სერვისები სოფლის მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახადოს.
 
სპეციალური ნაგავმზიდი მანქანა უკვე გურჯაანშია
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ემზარ ჯიქურაშვილის ინიციატივით, გამგეობამ სპეციალური ნაგავმზიდი მანქანა შეიძინა, რომელიც თანამედროვე დახურული ტიპის კონტეინერების დაცლას და ნარჩენების გატანას უზრუნველყოფს.
თეთრი ფერის Ford cargo 1826 DC, 2014 წლის გამოშვებაა.
ახალი სპეციალური მანქანა ქალაქ გურჯაანის ქუჩებში 4 აპრილიდან გამოჩნდება, მას შემდეგ, რაც ერთი დღით ადრე, თანამედროვე 110 ნაგავშემკავ კონტეინერს განათავსებენ.