„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მორიგი შეხვედრები გაიმართა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი ემზარ ჯიქურაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ავთანდილ ზარდიაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა პასუხისმგებელ პირებთან ერთად სოფლის საერთო კრებებს დასეწრნენ. შეხვედრები „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ველისციხეში, არაშენდაში, ქოდალოში, დარჩეთში, ზიარსა და ფხოველში გაიმართა. სოფლის კრებაზე, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, მოსახლეობამ არსებულ პრობლემებზე იმსჯელა.
 
გიორგი მაისურაძის სახელობის სოფლის ისტორიული მუზეუმის სახურავის რეაბილიტაცია განახლდება
სოფელ ვაჩნაძიანში გიორგი მაისურაძის სახელობის სოფლის ისტორიული მუზეუმის სახურავის რეაბილიტაცია განახლდება. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობამ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან სამუშაოების ნებართვა მიიღო.
 
გურჯაანის კულტურის სახლში ქალთა დღისადმი მიძღვნილი  კონცერტი გაიმართება
8 მარტს, 15 საათზე, ქალაქ გურჯაანის კულტურის სახლში ქალთა და დედის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება.