სოფელი ქოდალო გომბორის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 800 მ-ზე მდებარეობს. გურჯაანიდან დაშორებულია 37 კმ-ით. იგი არაშენდის თემში შედის.
 
არაშენდა ზღვის დონიდან 600 მ-ზე მდებარეობს . ის ქალაქი გურჯაანიდან 10 კმ-ით არის დაშორებული. Bბოლო სტატისტიკური მონაცემებით 1555 ადამინი ცხოვრობს.
 
სოფელი მელაანი გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთის კალთაზე, ზღვის დონიდან 750 მ-ზე მდებარობს . გურჯაანიდან დაშორებულია 25-კმ -ით.
მელაანს თავიანთ ნაშრომებში ვახუშტი ბატონიშვილი (“აღწერა სამეფოსა საქართველოსი”) და გერმანელი მეცნიერი იოჰან ანტონ გიულდენშტედტი მოიხსენიებენ.
სოფელი მელაანი ჭერემის ეპარქიაში შედიოდა, რასაც მოწმობს თეიმურაზ II – ის გუჯარი.
 
ჩალაუბანი გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 740 მ-ზე მდებარეობს. ის ქალაქ გურჯაანიდან 15 კმ-ით არის დაშორებული. ბოლო სტატისტიკური მონაცემებით სოფელში 1158 მოსახლეა.
 
კარდენახი ზღვის დონიდან 510 მ-ზე მდებარეობს. ის ქალაქი გურჯაანიდან 14 კმ-ით არის დაშორებული Bბოლო სტატისტიკური მონაცემებით 6014 ადამინი ცხოვრობს.
 
ბაკურციხე ზღვის დონიდან 440 მ-ზე მდებარეობს . ის ქალაქი გურჯაანიდან 8 კმ-ით არის დაშორებული. Bბოლო სტატისტიკური მონაცემებით სოფელში 3171 ადამინი ცხოვრობს.
 
კოლაგი გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 440 მ-ზე მდებარეობს. ის ქალაქ გურჯაანიდან 7კმ-ით არის დაშორებული. ბოლო სტატისტიკური მონაცამებით 1383 მოსახლეა.
 
ვეჯინი გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთის მთისწინეთსა და ალაზნი ვაკის მიჯნაზე, ზღვის დონიდან 420 მ-ზე მდებარეობს. ის გურჯაანიდან 7 კმ-ით არის დაშორებული. ბოლო სტატისტიკური მონაცემებით სოფელში 3774 მოსახლეა.