კურორტი ახტალა


ახტალა საქართველოში ტალახით სამკურნალო ერთადერთი კურორტია. იგი მდებარეობს კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში. თბილისიდან დაშორებულია 100 კმ.-ით. კურორტ ახტალის ფსევდოვულკანური ტალახის საბადო მდებარეობს ზღვის დონიდან 412 მ. სიმაღლეზე.
ახტალა ხასიათდება სუბტროპიკული მშრალი ჰავით, რომლის ძირითად მაჩვენებლად ითვლება სითბო და ტენიანობის დეფიციტი.
კურორტზე სამკურნალო ტალახს უწოდებენ ახტალას. ზოგჯერ ადგილობრივი მცხოვრებნი ვეძას ეძახიან. ამ სახელწოდებაში იგულისხმება მლაშე წყალი და მას ტალახის მლაშე გემო ამართლებს.
კურორტის სახელის (ახტალა) წარმოშობასთან დაკავშირებით მრავალი ვერსია არსებობს: ისტორიკოსი მ. ჯავახიშვილი განმარტავს, რომ ,,ახტალა~ ქართული სიტყვიდან წარმოდგება და ,,ამონთხეულს~ ნიშნავს, თუმცა არსებობს სხვა ვერსიაც. ვარაუდობენ, რომ ,,ახტალა~ თათრული სიტყვებიდან წარმოდგება: „აგ“ ნიშნავს თეთრს და ,,ტალა~ _ მოედანს.